„საბავშვო ევროვიზია 2020“ – საიმიჯო კლიპი გავრცელდა

34

როგორც იცით, „საბავშვო ევროვიზია 2020“-ზე საქართველოს წელს სანდრა გადელია წარადგენს. ქართველი კონკურსანტი შეასრულებს სიმღერას სახელწოდებით: – „შენ მარტო არ ხარ“. აღნიშნულ კომპოზიციაზე საიმიჯო კლიპი უკვე გადაიღეს, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

ცნობისთვის, მუსიკალურ შოუში სულ 12 ქვეყანა მონაწილეობს. ევროფესტივალი ზედიზედ მეორედ პოლონეთში, 29 ნოემბერს გაიმართება.