Apple Music Awards-ის გამარჯვებულთა სია ცნობილია

24

დაჯილდოება Apple Music Awards 2020 წლის 18 ნოემბერს კალიფორნიაში გაიმართა. როგორც საერთაშორისო სარედაქციო ჯგუფმა განაცხადა, ჯილდოები გადაეცათ შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულებს: წლის არტისტი, სიმღერის ავტორი, წლის დებიუტანტი, წლის საუკეთესო სიმღერა და წლის საუკეთესო ალბომი.

წლის არტისტი რეპერი Lil Baby გახდა, საუკეთესო დებიუტანტი რეპერი Megan Thee Stallion, სიმღერის ავტორი კი ტეილორ სვიფტია. რაც შეეხება საუკეთესო ალბომს და წლის სიმღერას, ნომინაციების გამარჯვებული რეპერი Roddy Rich გახდა.