ყალბი ტილოს მფლობელი სააუქციონო სახლისთვის ჯარიმის გადახდაზე უარს ამბობს

25

უცნობი კაცის პორტრეტი, რომელიც სააუქციონო სახლმა Sotheby’s ფრანს ჰალსის ავტორობით გაყიდა, ყალბი აღმოჩნდა. მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ყოფილმა მფლობელმა სააქციონო სახლს ჯარიმის გადახდაზე უარი განუცხადა და სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

აღნიშნული პორტრეტი მხატვარმა ლინო ფრონჯიამ დახატა და დილერმა ჯულიანო რუფინიმ მოტყუებით გაყიდა. რუფინის სქემა პოლიციამ 2016 წელს გამოიძია, თუმცა, დილერის მიერ გაყიდულ ნიმუშთა სია ძალიან დიდია.