“საუკუნის ძარცვის” მონაწილეები დააკავეს

27

ბერლინში ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა 1600–ზე მეტმა პოლიციელმა მიიღო. მათი მიზანი 2019 წლის 25 ნოემბერს დრეზდენის საგანძურის გაძარცვის საქმის გახსნა იყო. აღნიშნული კანონდარღვევა თანამედროვეობის ყველაზე მსხვილი ძარცვა გახდა. ამ დღეს უცნობმა პირებმა ცეცხლი მოუკიდეს სატრანსფორმატორო ჯიხურს, რომელიც მუზეუმს ელექტროენერგიით ამარაგებდა, შემდეგ კი ფანჯრიდან შევიდნენ შიგნით, გატეხეს ვიტრინა და მილიარდი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს. პოლიციამ რამდენიმე წუთით დაიგვიანა და ბოროტმოქმედებმა ავტომანქანით მიმალვა შეძლეს.

პოლიციამ 18 სხვადასხვა მისამართზე ჩხრეკა ჩაატარა და სამი ადამიანი დააკავა, რომლებიც დრეზდენის საგანძურიდან ძვირფასეულობის მოპარვაში არიან ეჭვმიტანილები.

დრეზდენის პროკურატურის განცხადებით, ჩხრეკა ათ საცხოვრებელ სახლში, ფარეხებსა და ავტომობილებში ჩატარდა.

“დღეს რესურსი მიმართულია საგანძურისა და მტკიცებულებების პოვნაზე”, – წერია ოფიციალურად განცხადებაში.

მპარულ ძვრიფასეულობას შორისაა თეთრი არწივის ორდენი, დედოფალ ამალია ავგუსტას ბანტი, ხმალი ძვირფასი ქვებით მორთული ქარქაშით და ბევრი სხვა.