უინსტონ ჩერჩილის ნამუშევარი აუქციონზე 1,29 მლნ დოლარად გაიყიდა

51

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრის უინსტონ ჩერჩილის მიერ დახატული “Jugs and Bottles” Sotheby’s აუქციონზე 983 ათას ფუნტად გაიყიდა.

ონლაინ–ვაჭრობის დაწყებისას, წინასწარი შეფასებით, ნახატი 150–250 ათას ფუნტად უნდა გაყიდულიყო. ცნობილია, რომ პრემიერ–მინისტრმა აღნიშნული ნამუშევარი თავად აჩუქა ამერიკელ დიპლომატს ავერელ ჰერიმანს.

გარდა ამისა, აუქციონზე 113 ათას ფუნტად გაიყიდა ფრენკ ოუენ სოლსბერის მიერ დახატული ჩერჩილის პორტრეტიც. 620 ათას ფუნტად ახალი მფლობელი იპოვა სტენლი სპენსერის “სიყვარულით ტკბობამაც”.