ევროპაში შუა საუკუნეების არომატების ბიბლიოთეკა გაიხსნება

61

ევროპაში ბიბლიოთეკის “Odeuropa”–ს გახსნა ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ისტორიკოსებმა და სპეციალისტებმა დააანონსეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბიბლიოთეკაში წარმოდგენილი იქნება XVI-XX საუკუნეების არომატები. პროექტის ბიუჯეტი 3,7 მილიონი დოლარია და მასზე მუშაობა უკვე 2021 წლის იანვარში დაიწყება.

“თუ ევროპაში 1500–იანი წლებიდან გამოქვეყნებულ ტექსტებს წაიკითხავთ, უამრავი არომატის აღწერილობა შეგხვდებათ, როგორც რელიგიური თემატიკის (საკმეველი), ისე ჩვეულებრივი თამბაქოსიც”, – აცხადებს კემბრიჯის უნივერსიტეტის წარმომადგენელი უილიამ ტალეტი.

თავიდან ექსპერტები პროგრამებს დაწერენ, რომლებიც თავის მხრივ არომატების აღწერილობებს შეაგროვებენ. შემდეგ კი ეს ინფორმაცია ონლაინ–ენციკლოპედიის შესაქმნელად იქნება გამოყენებული.

ტალეტის განმარტებით, პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანია გავიგოთ რაში გამოიყენებოდა გარკვეული არომატი. სპეციალისტები ასევე გეგმავენ თანამშრომლობას ქიმიკოსებთან და პარფიუმერებთან, რათა ძველი დროის არომატები სრულად იქნეს აღდგენილი.