Forbes: ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი ვარსკვლავი კვლავ მაიკლ ჯექსონია

22

ჟურნალმა Forbes ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც გარდაცვლილი ვარსკვლავების შემოსავლების რეიტინგია. უკვე მერვე წელია პირველობას მაიკლ ჯექსონი ინარჩუნებს. პოპის მეფის შემოსავლების 70%–ზე მეტი Sony-სთან დადებული გრძელვადიანი კონტრაქტის შედეგია.

მეორე ადგილი 19 წლის წინ გარდაცვლილმა ამერიკელმა მწერალმა, დოქტორ სიუზმა დაიკავა.მესამე საპატიო ადგილი და კი მხატვარ–კარიკატურისტ ჩარლზ შულცს ერგო.

Forbes-ის რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. მაიკლ ჯექსონი — $48 მლნ;
  2. დოქტორ სიუზი — $33 მლნ;
  3. ჩარლზ შულცი — $32,5 მლნ;
  4. არნოლდ პალმერი — $25 მლნ;
  5. ელვის პრესლი — $23 მლნ;
  6. კობი ბრაიანტი — $20 მლნ;
  7. Juice WRLD — $15 მლნ;
  8. ბობ მარლი — $14 მლნ;
  9. ჯონ ლენონი — $13 მლნ;
  10. Prince — $10 მლნ;
  11. ფრედი მერკური — $9 მლნ;
  12. ჯორჯ ჰარისონი — $8,5 მლნ;
  13. მერილინ მონრო — $8 მლნ.