ბელგიაში მტრედი 1,9 მილიონ დოლარად გაიყიდა

58

ბელგიაში გაზრდილი ორი წლის მტრედი სახელად ახალი კიმი, აუქციონზე რეკორდულ თანხად, 1,6 მილიონ ევროდ გაიყიდა. ვაჭრობა ორ კვირას გაგრძელდა, ხოლო საწყისი ფასი 200 ევროს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მტრედი სახელად არმანდო 1,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. 2018 წელს ახალმა კიმმა რბოლაში გაიმარჯვა და ბელგიის საუკეთესო ახალგაზრდა ფრინველის ტიტული მოიპოვა. მტრედების რბოლის მიმართ ინტერესი რიგ ქვეყნებში ძალიან მაღალია.