ტაკასი მურაკამიმ ბავშვთა ჰოსპიტალის ოთახი მოხატა

53

საქველმოქმედო ფონდის RxArt–ისა და ვაშინგტონის ეროვნული ბავშვთა ჰოსპიტალის თანამშრომლობის შედეგად, საავადმყოფოში გაჩნდა ოთახი, რომელიც იაპონელი მხატვრის ტაკასი მურაკამის ნამუშევრებითაა მორთული.

მურაკამიმ ოთახის კედლები და ტომოგრაფიის აპარატი მოხატა.

“ტომოგრაფია არ უნდა იყოს საშიში, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ახლა ეს ოთახი სიხარულს ასხივებს”, – განაცხადა საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელმა დიანა ბრაუნმა.

აღსანიშნავია, რომ ფონდი 2000 წლიდან არსებობს და 20 წლის განმავლობაში 53 პროექტი განახორციელა, რომლებშიც მონაწილეობა 62–მა მხატვარმა მიიღო.