Tones and I ახალ სიმღერას აქვეყნებს

288

ავსტრალიელმა მომღერალმა ტონი უოტსონმა, რომელმაც სახელი ფსევდონიმით Tones and I გაითქვა, ახალი მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა. ყოფილი ქუჩის მუსიკოსის ახალი კლიპის ავტორები ნიკ კოზაკისი და ლიამ კელი არიან.

“კომპოზიციაში საუბარია ნამდვილ ბედნიერებაზე და იმაზე, თუ რა გვჭირდება ამისთვის. ზოგჯერ გვგონია, რომ რაღაც გაგვაბედნიერებს, თუმცა ასე არაა”, – განმარტავს შემსრულებელი.