საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სანდრა გადელია წარადგენს

138

2020 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს, მომღერალი სანდრა გადელია წარადგენს. „შენ მარტო არ ხარ“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც 10 წლის სანდრა ევროფესტივალზე იმღერებს. მუსიკა გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის, ტექსტი კი თემო საჯაიამ დაწერა. ცნობისთვის, საბავშვო ევროვიზია 2020 კვლავ პოლონეთში გაიმართება. რიგით მე-18 საბავშვო მუსიკალური ფესტივალი 29 ნოემბერს ჩატარდება.