მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი სადებიუტო ალბომზე Wilted-ზე საუბრობს

279

22 წლის მომღერალს პერიზ ჯექსონს უამრავი ადამიანი მისი ცნობილი მამის, მაიკლ ჯექსონის გამო იცნობს, თუმცა ახლახანს მან მისი სადებიუტო ალბომი, Wilted წარადგინა, რომელთან დაკავშირებითაც ცნობილ გამოცემასთან, FAULT Magazine-თან ინტერვიუსას ისაუბრა.

პერიზმა მის პირველ ალბომში თერთმეტ სიმღერას მოუყარა თავი, როგორც თავად აცხადებს, ეს სიმღერები მან საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე დაწერა, მათში მთელი გული ჩააქსოვა და ტკივილის გადმოსაცემად უმეტესად მეტაფორები გამოიყენა.

სიმღერები მომღერლის პირველი ალბომიდან Youtube-ზე უკვე ხელმისაწვდომია. პერიზი ცნობილ გამოცემასთან ინტერვიუსას იმასაც აცხადებს, რომ საზოგადოების კრიტიკისთვის მზადაა და თვლის, რომ ყველაფერი რაც მას ცხოვრების განმავლობაში გადახდა სწორედ ამ მომენტისთვის ამზადებდა.