System Of A Down-მა სომხეთის დახმარების ფონდში 600 ათასი დოლარი გადარიცხა

290

ჯგუფმა System Of A Down სომხეთის დახმარების ფონდში 600 ათასი დოლარი ჩარიცხა. თანხა ორმა ახალმა ტრეკმა “Portect the land” და “Genocidal Humanoidz” მოიტანა, რომლებიც მუსიკოსებმა 15 წლიანი პაუზის შემდეგ ჩაწერეს. ჯგუფის წევრებმა ასევე გამოაქვეყნეს ერთობლივი ინტერვიუ, რომელშიც ხელახალი გაერთიანების მიზეზების შესახებ ისაუბრეს.

“კონფლიქტი მთიან ყარაბაღში უსამართლობაა და მინდა ხალხს ჩვენი ნამუშევრების დახმარებით ეს ვაჩვენოთ. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია და მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე”, – აღნიშნა სერჟ ტანკიანმა.