არქეოლოგებმა უძველესი “მონა ლიზა” აღმოაჩინეს

142

თურქეთში, კადირლის რაიონში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სპეციალისტებმა უძველესი მოზაიკა აღმოაჩინეს. როგორც თურქული პრესა იუწყება, მეცნიერები აღმოჩენას “კადრილის მონა ლიზას” უწოდებენ, რადგანაც მოზაიკაზე ქალის ფიგურაა გამოსახული და ის ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარს ჰგავს. არქეოლოგების დასკვნით, მოზაიკა სახლის იატაკის ნაწილი იყო და ის ჩვენი წელთაღრიცხვით I-II საუკუნეებით თარიღდება.

“ეს ერთადერთი მოზაიკაა ოსმანეთში, რომელზეც ადამიანის ფიგურაა გამოსახული”, – აცხადებს არქეოლოგი უმიტ კაიშოღლუ.