ესპანეთში რესტავრაციის დროს ქანდაკება დაამახინჯეს

364

ესპანეთის ქალაქ პალენსიაში, ისტორიული შენობის ფასადზე არსებული ქანდაკება რესტავრაციის შემდეგ მულტიპლიკაციური ფილმის პერსონაჟს დაემსგავსა. ამის შესახებ პოსტი, სოციალური ქსელების მომხმარებელმა, მხატვარმა ანტონიო გუსმან კაპელმა, Facebook-ში გამოაქვეყნა.

საუბარია 1919 წლის შენობის ფასადზე, სადაც ახლა ადგილობრივი ბანკის ოფისია განთავსებული. ოფიციალურად შენობა 1923 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და მაშინ იქ კათოლიკურ–აგრარული ფედერაცია განთავსდა, სწორედ ამიტომაა შენობა რელიგიური თემატიკით დატვირთული.

“პალენსია – მხატვრების აკვანია. მაშ ასე, ვიღაცამ შექმნა შედევრი – ახალი ქრისტე, რომელიც მულტიპლიკაციურ პერსონაჟს ჰგავს”, – წერს კაპელი.