მიკი მაუსი ეკრანებზე ბრუნდება

155

ახალი მულტსერიალის “მიკი მაუსის ჯადოსნური სამყაროს” თრეილერი სტუდია Disney+–ის Youtube-არხზე გამოქვეყნდა. პრემიერა 2020 წლის 18 ნოემბერს, მიკი მაუსის დაბადების დღეზე შედგება. 27 ნოემბრიდან კი ყოველ პარასკევს ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვა. მიკი მაუსის გარდა ეკრანებზე დაბრუნდებიან დონალდ დაკი, გუფი, პლუტო, მინი მაუსი და დეიზი დაკი.