Disney-მ საშობაო მულტფილმი წარმოადგინა

172

Disney UK-ს Youtube-არხზე მოკლემეტრაჟიანი საშობაო მულტფილმი “From out family to yours” გამოქვეყნდა. მთავარი პერსონაჟი ლოლაა, რომელსაც 1940 წელს, შობას მამამ მიკი მაუსი აჩუქა. სათამაშო მისი ბავშვობისა და ოჯახის სიმბოლო ხდება. წლების შემდეგ ლოლა მიკი მაუსს თავის შვილიშვილს ჩუქნის, თუმცა, წლების შემდეგ გოგონა ივიწყებს სათამაშოს.

როგორც მულტფილმის აღწერილობაშია ნათქვამი, ვიდეოში ნაჩვენები სათამაშოს გაყიდვიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდში Make-A-Wish გადაირიცხება და მძიმე სენთან მებრძოლ ბავშვებს მოხმარდება.