კიტ რიჩარდსი The Rolling Stones-ის 60 წლის იუბილეს აღნიშვნაზე საუბრობს

338

ბრიტანელი მუსიკოსი და The Rolling Stones-ის გიტარისტი კიტ რიჩარდსი ჟურნალისტებთან ჯგუფის 60 წლის იუბილეს აღნშვნის თემას შეეხო. მისივე განმარტებით, როკერები 2022 წელს მრგვალი თარიღის აღნიშვნას აპირებენ, თუმცა არსებობს წინააღმდეგობებიც.

“ჯერ–ჯერობით, როგორც მინიმუმ ცოცხლები უნდა ვიყოთ, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ასაკის გათვალისწინებით. ვაპირებთ 2020 წელი გადავიტანოთ და 2021–ს დაველოდოთ. მგონი, ახლა ჩვენი ჯგუფის იუბილეს აღსანიშნავად არავის სცალია. თუმცა, მიხარია, რომ კვლავ ერთად ვართ”, – აცხადებს რიჩარდსი.