MTV European Music Awards 2020-ის ტრიუმფატორი BTS გახდა

385

სამხრეთკორეული ჯგუფი BTS მუსიკალური პრემიის MTV European Music Awards 2020 ტრიუმფატორია. მუსიკოსებმა ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვეს: “საუკეთესო სიმღერა”, “საუკეთესო ჯგუფი”, “საუკეთესო ონლაინ–კონცერტი” და “ყველაზე დიდი ფანატების ბაზა”.

ასევე, პრემიის ლაურეატები გახდნენ ლედი გაგა, Cardi B და ჰაილი უილიამსი.

ჯგუფმა Coldplay “საუკეთესო როკ–ჯგუფის” ტიტული მოიპოვა, ხოლო დევიდ გეტა “საუკეთესო საცეკვაო შემსრულებელია”.