ენიო მორიკონეს ახალი ალბომის რელიზი შედგა

337

ენიო მორიკონეს ალბომის Morricone Segreto რელიზი შედგა, ხოლო გამოსვლის თარიღი კომპოზიტორის დაბადების დღე, 10 ნოემბერი იქნება.

ალბომში 1960–80–იან წლებში დაწერილი 27 ტრეკი შევიდა.

“ალბომი მაესტროს ფარულ, ბნელ და ფსიქოდელიურ მხარეს გვაჩვენებს. ესაა მუსიკალური მოგზაურობა მორიკონეს ერთ–ერთ ყველაზე ნაყოფიერ პერიოდში. მასში შევიდა აქამდე უცნობი ტრეკები, რარიტეტები, დავიწყებული პიესები და კომპოზიციების ალტერნატიული ვარიანტები”, – წერია კომპოზიტორის სოციალური ქსელის გვერდზე.