Billboard-მა Depeche Mode-ის საუკეთესო სიმღერების რეიტინგი გამოაქვეყნა

279

ბრიტანული ჯგუფის Depeche Mode-ის როკ–ენ–როლის დიდების დარბაზში შესვლასთან დაკავშირებით, მუსიკალურმა გამოცემამ Billboard ჯგუფის საუკეთესო სიმღერები დაასახელა.

პირველი ადგილი კომპოზიციამ Enjoy the Silence დაიკავა, რომელიც 1990 წლის ივლისში გამოვიდა. მეორე ადგილზეა სიმღერა People are People, ხოლო მესამე საპატიო ადგილი Policy of Truth-მა დაიკავა.

ათეულში შევიდა კომპოზიციები: “Personal Jesus” (1990), “It’s no good” (1997), “Strangelove” (1988), “World in my eyes” (1990), “I feel you” (1993), “Route 66/behind the wheel” (1988) და “Never let me down again” (1988).