როგორ ახერხებს მაილი საირუსი გაჯანსაღებას

613

ამერიკელმა მომღერალმა, მაილი საირუსმა ბოლო წლებში რთული პერიოდი გამოიარა. მან ამის შესახებ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ისაუბრა და განმარტა, თუ როგორ ახერხებს ცხოვრების გაგრძელებასა და გაჯანსაღებას.

როგორც 27 წლის არტისტმა აღნიშნა, ის ქმარს დაშორდა, დაეწვა სახლი და დაკარგა ოჯახის წევრი -ბებია. თუმცა, მიუხედავად ამისა, მას ბევრი არ უტირია. მაილიმ გამოსავალი იპოვა. მან გადაწყვიტა მოგზაურობითა და ახალი ადამიანების გაცნობით გაჯანსაღებულიყო. ის ფიქრობს, რომ ცხოვრების გასაგრძელებლად გამოსავალი მხოლოდ მოძრაობაშია.