საუდის არაბეთში სასტუმროს კლდეში ააშენებენ

87

მსოფლიოში ყველაზე უცნაური სასტუმროების სიას კიდევ ერთი შენობა დაემატება. საუდის არაბეთში, რომელიც ახლა ხანს რელიგიური და სხვა ტიპის ტურიზმისთვის გაიხსნა, სასტუმროს პირდაპირ კლდეში გამოჭრიან. პროექტის ხელმძღვანელი პრიტცერის პრემიის ლაურეატი, არქიტექტორი ჟან ნუველია.

სასტუმრო “შარაანის” მშენებლობისთვის, რომელიც ამავე დასახელების მქონე ნაკრძალში განთავსდება, საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ იბნ სალმან ალ საუდმა რამდენიმე მილიარდი გამოყო.

“მუდამ ვმუშაობ იმაზე, რაც გარშემო მაქვს. ეს კონტექსტუალისტის მუშაობის პრინციპია – ეს ისაა, რაც ვარ მე. ამ ადგილის სიმდიდრე ქვის მასებია. აქ შენება პეზაჟის განმტკიცებაა”, – აცხადებს ნუველი.

პროექტის თანახმად, სასტუმროში 40 ნომერი, რამდენიმე აპარტამენტი და 14 საკონფერენციო დარბაზი იქნება. მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.