ჯგუფ AC/DC-ის კოლექცია 7 ნოემბრიდან გაიყიდება

322

მუსიკალურმა ჯგუფმა AC/DC-მა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კოლექცია გამოუშვა. ბენდმა კომპანია DC Shoes-თან ითანამშრომლა. გავრცელებული ცნობით, მათი თანამშრომლობა მომავალი ალბომის გამოსვლას უკავშირდება. რაც შეეხება ნივთების შეძენას, ეს 7 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი. ხოლო, ალბომი გაყიდვაში 13 ნოემბრიდან ჩაეშვება.