ესპანურ ტაძარში შუასაკუნოვანი “სელფი” აღმოაჩინეს

64

ესპანეთის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე წმინდა იაკობის ტაძრის შესწავლისას, ისტორიკოსებმა ერთ–ერთი მშენებლის ბიუსტი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, XII საუკუნის დასაწყისით თარიღდება.

მას თითქმის 900 წელი ვერავინ ამჩნევდა, რადგანაც 30 სანტიმეტრიანი ბიუსტი სხვა გამოსახულებებში იყო ჩამალული.

“შუასაუკუნოვან შენობებში ხანდახან გვხვდება მშვენებლების ავტოპორტრეტები. ისინი იმდენად ბნელ კუთხეებშია, რომ მხოლოდ სხვა მშენებლები ამჩნევენ ხოლმე. ესაა საოცარი კავშირი ჩვენსა და იმ ადამიანს შორის, რომელმაც ტაძარი ააშენა”, – აცხადებს ისტორიკოსი ჯენიფერ ალექსანდერი.

წმინდა იაკობის ტაძარი იუნესკო–ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ლეგენდის თანახმად, სწორედ აქ ინახება იაკობ მოციქულის ნეშტიც.