კანიე უესტმა კიმ კარდაშიანის დაბადების დღისთვის მამამისის ჰოლოგრამა შექმნა

267

რამდენიმე დღის წინ, კიმ კარდაშიანმა 40 წლის იუბილე იზეიმა, რომლისთვისაც როგორც აღმოჩნდა, კანიე უესტი განსაკუთრებულად მოემზადა. წელს რეპერმა კრეატივს მიმართა და მეუღლის მამის – რობერტ კარდაშიანის ჰოლოგრამული გამოსახულება შეუკვეთა. რობერტი, რომელიც 2003 წელს კიბოთი გარდაიცვალა, “მიმართვაში” შვილს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავ და აღნიშნავს, რომ ამაყობს იმ ადამიანით, რომლადაც კიმ კარდაშიანი წლების განმავლობაში იქცა.