“საშინელებათა კალეიდოსკოპში” მერილინ მენსონს ვიხილავთ

369

ტელესერიალ “საშინელებათა კალეიდოსკოპის” სამსახიობო შემადგენლობას მომღერალი მერილინ მენსონი შეუერთდება. როკ–მუსიკოსი შოუს მეორე სეზონში მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად კიდევ ბარბარა კრემპტონი, დენიზ კროსბი, ელი ლარტერი, კევინ დილტონი, რაიან კვინტენი და სხვები ითამაშებენ.

გავრცელებული ინფორმაციით “საშინელებათა კალეიდოსკოპის” მეორე სეზონი, რომელიც ექვსი ეპიზოდისგან შედგება, 2021 წელს Shudder-ზე გამოვა. პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი გრეგორი ნიკოტეროა.