მეცნიერებმა “სამეფო კარის თამაშების” წარმატება კვლევის საგნად აქციეს

63

უორქსის უნივერსიტეტის მათემატიკოსებმა და ლიტერატურათმცოდნეებმა სერიალ “სამეფო კარის თამაშების” მახასიათებლები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ჯორჯ მარტინის ნაშრომი ისლანდიურ საგებს უფრო ჰგავს, ვიდრე შუასაუკუნოვანი ევროპულ ეპოსებს.

“საგის პერსონაჟებს შორის სოციალური კავშირები ახლოა რეალურ სოციალურ კავშირებთან. ეს საკმარისია იმისთვის, რომ სერია მეტად რეალისტური გახდეს, ვიდრე “ბეოვულფი”. მითოლოგიის კუთხით “სამეფო კარის თამაშები” სტრუქტურულად ჰგავს ისლანდიურ საგებს და არა ეპოსებს”, – წერენ მკვლევარები.

სერიალის წარმატებამ უამრავი მათემატიკოსისა და ლიტერატურათმცოდნის ყურადღება მიიპყრო, რამაც სერიოზული კვლევებისკენ უბიძგა მათ. ბრიტანელმა და ირლანდიელმა მკვლევარებმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, რობინ დანბარი ხელმძღვანელობით, სცადეთ მარტინის ნამუშევრის შესწავლა და იმის ამოცნობა, თუ რამდენად ლოგიკური და მოულოდნელი იყო წიგნში აღწერილი გარკვეული მოვლენები.

მათი კვლევის თანახმად, “სამეფო კარის თამაშებში” 2 ათასზე მეტი პერსონაჟია, რომლებსაც ერთმანეთთან 41 ათასჯერ მაინც ჰქონდათ კონტაქტი. მიუხედავად ამისა, მათი ტიპური კონტაქტების რიცხვი და გარშემომყოფ პირთა რაოდენობა მუდამ მცირეა და ჩვენი რეალობის ანალოგს წარმოადგენს. ამასთან ერთად, ყოველ თავში მოყვანილი პერსონაჟების რაოდენობა მუდამ 30–40–ია, რაც შექსპირისა და სხვა ლიტერატურული დრამების შესწავლით იდეალურ რაოდენობას წარმოადგენს. რაც შეეხება თხრობით სტილს, ის ძალიან ჰგავს ვიკინგურ საგებს.

მარტინის ნამუშევარში მოყვანილი სიკვდილიანობის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ “სამეფო კარის თამაშებში” აღწერილი სამყარო არაა ძალიან სასტიკი. აქაც პროფესორი დანბარი აღნიშნავს, რომ ეს ფაქტორი ემთხვევა რეალურ სამყაროს.

“სწორედ კვეთები რეალობასთან გახდა სერიალის წარმატების საწინდარი, რადგანაც ის აძლევს საშუალებას მაყურებელს დაიმახსოვროს მომხდარი მოვლენები და პერსონაჟებს შორის ურთიერთობებში ორიენტაცია სწორად მოახდინოს”, – დაასკვნეს მეცნიერებმა.