ბიონსე Vogue-ს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა

73

ჟურნალ Vogue-ს 2020 წლის დეკემბრის ნომრის ყდისთვის ფოტოსესია ბიონსემ გამართა. მომღერალი ასევე გამოცემის რედაქტორს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ 2020 წლის მოვლენებმა ის სრულად შეცვალა.

“მივხვდი, რომ ჩემი უკეთ ესმით, როდესაც მე მშვიდად ვსაუბრობ. ძალიან ვაფასებ ოჯახთან ერთად გატარებულ დროს და ჩემი ახალი მიზანია აღარ ვიჩქარო, ჩემი ცხოვრებიდან სტრესი გავდევნო. მე მუსიკალურ ინდუსტრიაში 15 წლის წინ მოვედი და მსოფლიო აკვირდებოდა როგორ ვიზრდებოდი”, – აღნიშნავს მუსიკოსი.

ასევე ბიონსე საკუთარი პერფექციონიზმის პრობლემასაც შეეხო.

“დიახ, ყველაფერს ვერ ნიაღწევ. მაგრამ არ გყოფნის დრო საჭმელად, ვერ ურთიერთობ ხალხთან და მხოლოდ იმას აკეთებ, რომ სხვის მოლოდინებს შეესაბამებოდე”, – განმარტა მან.