პაატა ხაჩიძე კორონავირუსისგან განიკურნა

209

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი, პაატა ხაჩიძე კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ მომღერალმა სოციალურ ქსელში დაწერა. მან მადლობას გადაუხადა ყველას, ვინც მისი პრობლემა გულთან ახლოს მიიტანა და აქვე პირობა დადო, რომ ამიერიდან ექიმების რჩევას კიდევ უფრო მეტად გაითავლისწინებს.

„უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას ვინც მომწერა, გულთან მიიტანა  და  გამოხატა  გვერში დგომა ამ დღეების მანძილზე. ძალიან ბევრმა მეგობარმა, ნათესავმა, უცხო ადამიანებმა მომწერეს და ყველას ვერ გიპასუხეთ ჩემო ძვირფასებო. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით თანადგომისთვის, უდიდესი მადლობა ექიმებს, ვინც პირველ დღეებში ჩემს გვერდით იყვნენ და გამიწიეს ყველა დახმარება, უკვე გამოვჯანმრთელდი და დავუბრუნდი ჩემს ოჯახს. ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ჩემო მეგობრებო პირველ რიგში რაც დაგვიცავს ეს არის პირბადე  და დისტანცია . მე ეხლა უფრო ზედმიწევნით დავიცავ ყველა იმ  რეგულაციას, რასაც ესე გულმოდგინედ გვეუბნებიან ჩვენი ექიმები. ყველას მინდა გისურვოთ გამოჯანმრთელება“, – დაწერა პაატა ხაჩიძემ სოციალურ ქსელში.