Smashing Pumpkins-მა ორი ახალი სინგლი გამოაქვეყნა

266

ჯგუფმა Smashing Pumpkins ორი ახალი სინგლი, “Ramona” და “Wyttch” გამოაქვეყნა. ვიდეო–კლიპი კომპოზიციაზე “Ramona” რეჟისორმა ლინდა სტრობერიმ გადაიღო, ხოლო სიმღერა “Wyttch” მხოლოდ აუდიო–ფორმატშია ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის ახალი ალბომის რელიზი 2020 წლის 27 ნოემბერსაა დაგეგმილი. ალბომი Cyr ჩიკაგოში ჩაიწერა და მისი პროდიუსერი ჯგუფის ფრონტმენი, ბილი კორგანია.