BLACKPINK-მა ახალი რეკორდი დაამყარა

60

გოგონებისგან შემდგარ პირველმა კეიპოპ ჯგუფმა „BLACKPINK“-მა ახალი რეკორდი დაამყარა. სამხრეთ კორეული ჯგუფის ალბომი მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. მათი სტუდიური ნამუშევრის „THE ALBUM“ გაყიდვებმა, 26 ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოში 1 209 543 ეგზემპლარი შეადგინა.

მანამდე კი, ჯგუფს ბილბორდის ჩარტებში მეორე პოზიცია ეკავა. აღსანიშნავია, რომ მათ ჩამოიტოვეს პოპულარული არტისტები CARDI B და სელენა გომესი. ჯგუფისთვის ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.