Sia პენსიაზე გადის?

47

ავსტრალიელმა მომღერალმა Sia-მ (სია ფერლერი) ჟურნალისტებს უამბო, რომ საკუთარი ფილმის “მუსიკის” პრემიერის შემდეგ პენსიაზე გასვლას გეგმავს.

“მგონი, პენსიაზე გავალ, რადგანაც ძალიან დამღალა ამ ფილმმა. თუ ეს ფილმი ჩემი ფინალური ნამუშევარი იქნება – შესანიშნავია. სავარაუდოდ ახალ კომპოზიციებს ჩავწერ, თუმცა ტურებისგან თავს შევიკავებ”, – აცხადებს შემსრულებელი.