სტივენ კინგმა პანდემიის შესახებ სერიალს პოსტი მიუძღვნა

53

მწერალმა სტივენ კინგმა სერიალ “უტოპიას” სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა. “საშინელებათა ჟანრის მეფემ” პლატფორმა Amazon Prime-ზე რამდენიმე ეპიზოდი ნახა.

“მე მომეწონა “უტოპია”. შეიძლება ეს სიამოვნება ყველასთვის არაა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ დროს, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. სიუჟეტი თანდათან ვითარდება და საბოლოო ჯამში ვნებათა ღელვა წარმოიქმნება, ამ სქემას წიგნის კითხვას შევადრიდი. საშიში, ძლიერი და ხანდახან სასაცილო პროექტია” , – წერს კინგი.