ჰელმუტ ნიუტონის საიუბილეო გამოფენა ბერლინში გაიმართება

174

გამოფენა Helmut Newton One Hundred, Kraftwerk Berlin 2020 წლის 31 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით ბერლინში გაიმართება.

ფოტოგრამ ჰელმუტ ნიუტონისთვის ბერლინს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. 19 წლის ფოტოგრაფი ამ ქალაქიდან 1938 წლის ოქტომბერში გაიქცა, როდესაც ანტისემიტური დარბევები განხორციელდა. მას შემდეგ ის სინგაპურში, მელბურნში, პარიზსა და ლონდონში ცხოვრობდა, თუმცა საბოლოო ჯამში, საცხოვრებელ ადგილას ლოს–ნაჯელესი აარჩია.

ჰელმუტ ნიუტონის დაბადების ასი წლის იუბილეს ბერლინის ფონდი უდიდესი გამოფენით აღნიშნავს.