“ამერიკელი ღმერთების” ახალი სეზონის გამოსვლის თარიღი ცნობილია

51

სერიალ “ამერიკელი ღმერთების” მესამე სეზონის პრემიერა 2021 წლის 10 იანვარს, ტელეარხ Straz–ის ეთერში შედგება. ამის შესახებ განცხადება თავად რომანის ავტორმა და პროექტის კურატორმა, მწერალმა ნილ გეიმანმა გააკეთა.

“როდესაც “ამერიკელი ღმერთების” მესამე სეზონის შექმნას შევუდექით, არ ვიცოდით რამდენად თანამედროვე იქნებოდა ის. ვიცოდით, რომ გვინდა დავუბრუნდეთ იმას, რაც ხალხს უყვარს. ამავდროულად, მესამე სეზონში, გვინდოდა პერსონაჟებისა და მათი მოგზაურობებისთვის მეტი ყურადღება დაგვეთმო. გვინდოდა შეგვესწავლა, რას ნიშნავს ამერიკა თავისი ერისთვის, გვესაუბრა ემიგრანტებზე, ხალხზე, რომელიც ჩამოვიდა აქ და თავისი ღმერთები ჩამოიყვანა”, – განაცხადა მწერალმა.