დევიდ დუხოვნიმ არჩევნებს სიმღერა მიუძღვნა

92

დევიდ დუხოვნიმ სინგლი და კლიპი Layin’ on the Track გამოაქვეყნა, რომელიც მსახიობისა და მუსიკოსის პოლიტიკურ პოზიციაზე გვიამბობს. რგოლის რეჟისორი შონ დურკანია.

“ეს სიმღერა მე და ჩემმა მეგობარმა, კოლინ ლიმ ერთი წლის წინ დავწერეთ. სიმღერა არ ეხებოდა რაიმე კონკრეტულ საქმიანობას, ეს იყო კომენტარი კონკრეტულ ქმედებებზე. ჩემთვის ეს ჩემი და ქვეყნის სულიერი მდგომარეობის სურათია. მესმის ხალხის, რომლებიც ხმას ტრამპს აძლევს. მესმის ხალხის, რომლებიც ხმას ბაიდენს აძლევს. . . არ მესმის მათი, ვინც ვერ გაერკვია”, – ამბობს დუხოვნი.