ეროვნულმა კინოცენტრმა განცხადება გაავრცელა

42

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა, 2020 წლის დასაწყისში გამოაქვეყნა მიმდინარე წელს გამოსაცხადებელი კონკურსების ჩამონათვალი, სავარაუდო თარიღებით.

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ 19-ის პანდემიამ გარკვეული კორექტივები შეიტანა კონკურსების გამოცხადების თარიღებში, 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა კონკურსი გამოცხადდა ერთის გამოკლებით. ეს გახლავთ კინოდისტრიბუციის კონკურსი. აღნიშნული კონკურსი ვერ გამოვაცხადეთ კინოთეატრების დახურვის გამო. მის ნაცვლად კინოცენტრმა დამატებით გამოაცხადა დოკუმენტური ფილმის პროექტის განვითარების კონკურსი.

რაც შეეხება 2021 წლის ბიუჯეტზე გათვლილ წარმოების 4 კონკურსს (მოკლე ანიმაციური ფილმი, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი და ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი), მათი გამოცხადება გადაიდო 2020 წლის ბოლოსთვის“, – წერია ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.