ახალი აპლიკაციის წყალობით შეგიძლიათ ვან გოგი გახდეთ

37

Google Arts & Culture მომხმარებლებს ახალ გასართობს სთავაზობს – ფილტრები, რომლებიც ცნობილი მხატვრული ნამშევრების საფუძველზეა შექმნილი. საკმარისია სელფი ან მოკლე ვიდეო გადაიღოთ, ხოლო აპლიკაცია ცნობილი ტილოს პერსონაჟად გაქცევთ.

ჯერ–ჯერობით სულ ხუთი ფილტრია ხელმისაწვდომი: ვინსენტ ვან გოგის “ავტოპორტრეტი”, ფრიდა კალოს “ავტოპორტრეტი მაიმუნით”, იან ვერმეერის “გოგონა მარგალიტის საყურით”, მე–19 საუკუნის ტენგუს ნიღაბი და ძველ ეგვიპტური ყელსაბამი.