ჯეიმს ჯოისის ნოველაში აღწერილ სახლს, პროტესტის მიუხედავად, ჰოსტელად გადააქცევენ

76

დუბლინის ხელიფულებამ ჯეიმს ჯოისის ნოველაში “მკვდრები” აღწერილი სახლის სასტუმროდ გადაკეთების უფლება გასცა. თავად შენობა 1775 წელს აშენდა და აქ ჯოისის ბებიები ცხოვრობდნენ. ქალაქში მას “მკვდრების სახლს” უწოდებენ და სწორედ მასში ვითარდება ნოველაში აღწერილი სიუჟეტი. დუბლინის ქალაქის საბჭომ 2017 წელს სახლი ინვესტორებს მიჰყიდა, ხოლო მმისი ჰოსტელად გადაკეთების შესახებ მოსახლეობამ 2019 წელს შეიტყო. მაშინ 99 მწერალმა, მათ შორის სალი რუნიმ და სალმან რუშდიმ, ხელი მოაწერეს აღნიშნული ინიციატივის საწინააღმდეგო პეტიციას. ქვეყნის კულტურის სამინისტრო ასევე იზირებს მწერლების პოზიციას, თუმცა, დუბლინის ხელისუფლებამ მაინც დაუჭირა მხარი ახალ პროექტს.

“მისი ახლანდელი მდგომარეობა სავალალოა, ხოლო შემოთავაზებული პროექტი საუკეთესო გზაა მის გადასარჩენად”, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.