მაილი საირუსი ახალ ალბომს გამოუშვებს

294

მაილი საირუსი ახალი ალბომის სახელწოდებასა და გამოსვლის თარიღს ასახელებს. Plastic Hearts–ის რელიზი 27 ნოემბერს შედგება.

“თუ ამას კითხულობთ იცოდეთ, რომ მიყვარხართ და გაფასებთ. ამ ალბომის ჩაწერა ორი წლის წინ დავიწყე, როდესაც მეგონა, რომ ცხოვრებაში გავერკვიე. და სწორედ იმ მომენტში, როცა მეგონა, რომ სამუშაო დასრულებულია, ყველაფერი წაიშალა. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ჩემი სახლი დაიწვა, ფერფლში აღმოვჩნდი. საბედნიეროდ, მუსიკის დიდი ნაწილი თანაავტორების კომპიუტერებში იყო შენახული”, – აცხადებს მომღერალი.