ემბერ როუზი კანიე უესტს ბულინგში ადანაშაულებს

160

37 წლის ემბერ როუზი, რომელიც კანიე უესტს 2008 – 2010 წლებში ხვდებოდა ერთ-ერთ პოდკასტში ალაპარაკდა იმ დაცინვის შესახებ, რომელსაც წლებია ითმენს. მან აღიარა, რომ კანიე უკვე 10 წელია მისი წარსულის გამო აკრიტიკებს და ამაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სტრიპტიზიორობა იყო.

“მე არაჩვეულებრივი მეუღლე და ორი ლამაზი შვილი მყავს, ის კი 10 წლის შემდეგ მოდის და ამბობს რომ მე პროსტიტუციას ვეწევი, უბრალოდ შემეშვას,” – აღნიშნა მან.