კეტი პერი და ორლანდო ბლუმი სულ ცოტა ხნის წინ პირველი საერთო შვილის მშობლები გახდნენ. 35 წლის ლამაზმანს გოგონა ეყოლა და სამსახურში ექვსთვიანი დეკრეტის შემდეგ, მშობიარობიდან მალევე დაბრუნდა.
American Idol-ში მისმა თვალისმომჭრელმა გამოჩენამ ყველა აღაფრთოვანა და მათ შორის ორლანდო ბლუმის პირველი ცოლი – მირანდა ჯერიც, რომელმაც არც კომპლიმენტი დაიშურა მისადმი, “შენ გასაოცარი ხარ, მიყვარხარ!” – დაწერა მოდელმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოს კომენტარების სექციაში.