მაილი საირუსი უცხოპლანეტელებს შეხვდა

48

გამოცემა Interview-სთან საუბარში მომღერალმა მაილი საირუსმა განაცხადა, რომ ერთხელ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ნახა და უცხოპლანეტელს თვალებშიც ჩახედა. მომღერალმა გაიხსენა, რომ ავტომობილით მეგობართან ერთად სან–ბერნარდინიოში მოგზაურობდა, როდესაც მათ ამო შენიშნეს.

საირუსმა ის მფრინავ თოვლისგამწმენდ მანქანას შეადარა და განმარტა, რომ მისგან ყვითელი ნათება მოდიოდა.

“დავინახე როგორ დაფრინავდა. ჩემმა მეგობარმაც დაინახა. დარწმუნებული ვარ, რომ არ მომეჩვენა. იქიდან ვიღაც მითვალთვალებდა. მე თვალებში ვუყურებდი მას”, – აცხადებს საირუსი.