ნიკოლას კეიჯმა მერილინ მენსონს კაზინოში მოგების შესახებ უამბო

258

მერილინ მენსონთან საუბრისას მსახიომა ნიკოლას კეიჯმა აღნიშნა, რომ ერთხელ სამორინეში 20 ათასი დოლარი მოიგო, თუმცა, უმალვე ქველმოქმედებაში დახარჯა.

აღსანიშნავია, რომ მსახიობი და მუსიკოსი დიდი ხანია მეგობრობენ, ხოლო ჟურნალ Interview-სთვის მიცემულ ერთობლივ ინტერვიუში აზარტული თამაშები განიხილეს.

“ბოლოს ფულზე დაახლოებით 30 წლის წინ ვითამაშე. ბაჰამის კუნძულებზე ვიყავი, სამორინეში ისეთი გრძნობით შევედი, რომ ყველაფერს შევძლებდი. სულ 200 მქონდა, ხოლო 20 წუთში 20 ათასი მოვიგე. მაშინ ბავშვთა თავშესაფარში წავედი, ბავშვები და დირექტორი გავიცანი, ხოლო ფული მათ დავუტოვე. ამის შემდეგ არასოდეს მითამაშია”, – განაცხადა კეიჯმა.