მეცნიერებმა ყველაზე საშიში ფილმების კვლევა ჩაატარეს

57

პროექტმა “შიშის მეცნიერება” კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მეცნიერებმა ყველაზე საშიში ფილმები მაყურებლის პულსის საშუალო სიხშირის მონაცემებით დაადგინეს. სხვადასხვა ასაკის 50 წარმომადგენელმა 100–ზე მეტი საათი ჰორორის სტილის ფილმების ცქერაში გაატარა. ფილმები IMDb, Rotten Tomatoes და Reddit რეიტინგების მიხედვით იყო შერჩეული.

მეცნიერებმა 35 ფილმი გამოავლინეს, რომელთაგანაც პირველი ადგილიც “სინისტერმა” დაიკავა, მისი ჩვენების დროს ყველაზე საშიშ მომენტში პულსი წუთში 131 დარტყმას ითვლიდა.

მეორე ადგილზე “ასტრალია”, რომლის რეკორდიც წუთში 133 დარტყმას წარმოადგენს, თუმცა ლიდერს საშუალო პულსით ჩამორჩება.

მესამე ადგილზეა “წყევლა”, მეოთხეზე “რეინკარნაცია”, მეხუთეზე “პარანორმალური მოვლენები”. ტოპ–ათეულშია ასევე “იგი” და “ვიზიტიც”.