პოლ მაკ–კარტნი ახალ ალბომს დეკემბერში გამოუშვებს

203

პოლ მაკ–კარტნი ახალ ალბომს აანონსებს. McCartney III 2020 წლის 11 დეკემბერს ლეიბლ Third Man Records–ის დახმარებით გამოვა.

“პოლი არ აპირებდა 2020 წელს ალბომის გამოშვებას, მაგრამ იზოლაციაში აღმოაჩინა, რომ გარკვეულ მუსიკალურ კომპოზიციებს ამუშავებდა და ახლებს ქმნიდა”, – წერია პრეს–რელიზში.

“იზოლაციაში ჩემს ოჯახთან ერთად ვიყავი და ჩემს სტუდიაში ყოველდღე მივდიოდი. რამდენიმე ნაწარმოები მქონდა, რომლებზეც წლების განმავლობაში ვმუშაობდი”, – აცხადებს თავად მუსიკოსი.