გრანდ–პალეში საგანძური გათამაშდება

229

გრანდ–პალეში 24–25 ოქტომბერს, FIAC-ის გაუქმებული ბაზრობის ნაცვლად, გალერეა Perrotin საინტერესო თამაშს მოაწყობს.

“ჩვენს გაურკვევლობებით სავსე დროში, საკმაოდ უცნაური იდეა მოგვივიდა თავში. მას შემდეგ, რაც ვეღარ ვიგებთ საით მივექანებით, ყველაფერი შესაძლებელი გახდა: ყველაზე თამამი პროექტები მსოფლიო პროცესებში ჩართულობის საშუალებას გვაძლევს”, – აცხადებს გალერეის დირექტორი ემანუელ პეროტენი.

თამაშის წესები მარტივია: ორი დღის განმავლობაში გრან–პალეში 20 მხატვრის 20 ნამუშევარი იქნება დამალული.ნებისმიერ მსურველს შეუძლია ძიებაში მიიღოს მონაწილეობა, ხოლო ის, ვინც ნამუშევარს აღმოაჩენს შეეძლება ნახატები სახლში წაიღოს. მოთამაშეებმა უნდა მოძებნონ ისეთი მხატვრების ნამუშევრები როგორებიც არიან ტაკაში მურაკამი, ბჰარტი კჰერი, დანიელ არშამი, ელმგრინი და დრაგსერი, ემილი მეი სმითი და სხვები.

ძიებაში მონაწილეობა შეეძლებათ მათ, ვინც 50 წუთიან სეანსებზე დარეგისტრირება მოასწრო. ყოველი სეანსის განმავლობაში ერთი ან რამოდენიმე ნამუშევარი იქნება მოსაძიებელი. ძიების პროცესში ერთდროულად მხოლოდ 500 ადამიანი შეძლებს ჩართვას. თუ ნამუშევარს რამდენიმე ადამიანი იპოვის, გამარჯვებული მეორე ტურის საშუალებით გამოვლინდება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა აღმოჩენილი ნახატის ავტორის შესახებ კითხვებს უნდა გასცენ პასუხი.