საუდის არაბეთისა და აშშ-ის ურთიერთობებზე ფილმი გადაიღეს

32

საუდის არაბეთში მოღვაწე ჟურნალისტ ჯამალ ჰაგოჯის ჟურნალი “თაიმი” “ჭეშმარიტების მცველს” უწოდებდა. გამოცემის განმარტებით, მან იცოდა ის, რაც მუდამ იმალებოდა საზოგადოებისგან, მათ შორის ერ-რიადისა და ვაშინგტონის ურთიერთობების შესახებ. სწორედ მისი ცხოვრების, კარიერისა და უკვალოდ დაკარგვის შესახებ გადაიღო ფილმი რეჟისორმა რიკ როულიმ.

“ჩვენ სპეცსამსახურების უამრავ წარმომადგენელს შევხვდით. ვსწავლობდით საიდუმლო დოკუმენტებს, ვცდილობდით გაგვეგო ვინაა ინსაიდერი, რომელსაც რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნდა ამ მკვლელობის შესახებ. თუმცა, სულ მალე გაირკვა, რომ მეტად საინტერესო საკითხებიც არსებობს. ფილმი შეიცავს ინტერვიუებს და ვიდეო-მასალებს ჟურნალისტის პირადი და პროფესიონალური ურთიერთობების შესახებ. ეს ძალიან საინტერესო ისტორიაა, ის ტრანსფორმაციაზე ვიამბობს. ჰაგოჯი უსამა ბენ ლადენთან მეგობრობდა. 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ სამეფოს პრეს-მდივანი გახდა. როდესაც მიხვდა, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტები არსებობს, ამის ატანა ვეღარ შეძლო. არაბული გაზაფხულის შემდეგ კი ჯერ კრიტიკოსად, შემდეგ განდეგილად, ხოლო ბოლოს წამებულად იქცა”, – აცხადებს რეჟისორი.