ლა სკალამ და ანიტა რაჭველიშვილმა “აიდას” აქამდე უცნობი ვერსია წარმოადგინეს

36

საოპერო თეატრ ლა სკალაში მსოფლიო პრემიერა შედგა. ერთი წლის წინ ჯუზეპე ვერდის მემკვიდრეობის შესწავლის შემდეგ აღმოჩენილი ოპერა “აიდას” აქამდე უცნობი ვერსია ანიტა რაჭველიშვილმა შეასრულა.

“მგონია, რომ მაესტრო შაიი მუსიკოსია, რომელსაც სიახლეები უყვარს მუსიკაში. მუდამ მოიძებნება ხალხი, რომელიც იტყვის: “ეს არაა “აიდა”, ეს რაღაც სხვაა. მე მომწონს ძველი ვერსია.” თუმცა, მოიძებნება ის ხალხიც, რომელიც მიიღებს და შეიყვარებს ახალ ვერსიას. ამიტომ მომწონს მაესტროს მიდგომა: ის არჩევანს გვაძლევს”, – აცხადებს ანიტა რაჭველიშვილი.